Monday, May 5, 2014

გემრიელი ნაყინი

კაფეში - ”უფ! რა გემრიელი ნაყინია...” ხუთი სახის ნაყინი აქვთ: შავი ქლიავის, მარწყვის, შოკოლადის, ატმის და ვანილის.



ნათიამ გადაწყვიტა გამყიდველი ბობო გამოეცადა მათემატიკის ცოდნაში და ასეთი შეკვეთა მისცა:
  1. სულ ქვედა ფენის ნაყინის სახელი 7 ასოსგან  შედგება;
  2. ვანილის ნაყინის ფენა შოკოლადის და შავი ქლიავის ქვეშაა;
  3. ვანილის ფენა არის შოკოლადის ქვეშ, მაგრამ ატმის ნაყინის ზემოთ;
  

ბობომ ნაყინი სწრაფად გაუმზადა გოგონას და მაგიდასთან მიართვა; ნათია კმაყოფილი დარჩა; 
როგორი იყო ეს ნაყინი?

გამოიცანი ჩემი ასაკი

6 მაისი, გიორგობა, 2014 წელი

ამოცანა
ბაღში სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ბავშვები შეიკრიბნენ: წითელქუდა, ბურატინო, მუმია, ბაბაიაგა და ნაცარქექია; პერსონაჟების ასაკი არის: 7, 40, 100, 105 და 505.
ამასთან, ვიცით რომ:
  1. წითელქუდას წლოვანება კენტი რიცხვით გამოისახება;
  2. ბურატინოს ასაკი სამნიშნა რიცხვია;
  3. მუმია დაახლოებით 400 წლით დიდია ბაბაიაგაზე.

რამდენი წლისაა ნაცარქექია?

სურათები: